ძლიერ ქალებს არ სჭირდებათ უბრალოდ სექსი, მათ უნდა იგრძნონ, რომ ისინი უნდებათ იმის გამო, როგორებიც არიან.
ისინი თავდაჯერებულები არიან, მათ იციან რა უნდათ და ესმით თავიანთი მოთხოვნილებების. ადამიანს, რომელსაც ისინი აირჩევენ, უნდა შეეძლოს მათი დაკმაყოფილება, რადგან ისინი არ ეძებენ ყურადღებას, ისინი ეძებენ მიბმულობას. მათ უყვარხართ საკუთარი სურვილით და არა აუცილებლობით.
ძლიერი ქალები ფლობენ საკუთარ სილამაზეს და ისინი ელოდებიან, რომ სექსი მშვენიერი იქნება. ძლიერი ქალების თვალსაზრისით, მშვენიერი სექსი ისაა, რომელიც აძლევს მათ საშუალებას მოწყვლადები და ძლიერები იყვნენ ერთდროულად. მოწყვლადები იმ გაგებით, რომ ისინი აძლევენ საშუალებას კაცებს დაინახონ ისინი ნიღბებისა და ფილტრების გარეშე. ხოლო ძლიერები იმ გაგებით, რომ მათ არ ეშინიათ ვინმეს მისცენ შესაძლებლობა, იყოს ისეთი, როგორიც არის. ასე რომ ძლიერ ქალებს უნდათ სექსი, რომელიც საშუალებას აძლევს იგრძნონ, სექსი, რომელიც ეხმარებათ მათ იყვნენ უკეთესი საწოლში.
ძლიერ ქალებს არ უნდათ უბრალოდ სექსი, მათ სჭირდებათ, რომ ისინი უყვარდეთ მათი არასრულყოფილების გამო. მათ უნდათ, რომ ვინმეს მათი ესმოდეს. ესმოდეს, საიდან მოდის მათი ძალა. უნდათ ის, ვინც ხედავს, თუ როგორ გამოყოფს მათი თავდაჯერებული და გამბედავი სული სხვების ფონზე. უნდათ ის, ვინც თვლის ამ ცეცხლს საშინლად სექსუალურს. უნდათ ის, ვინც აფასებს იმას, თუ როგორ ეხმარება მათი სიცოცხლის მიმართ ვნება და მომავლის იმედი გაუმკლავდნენ სირთულეებს.
ძლიერ ქალებს არ უნდათ უბრალოდ სექსი, მათ სჭირდებათ ღრმა კავშირი. ძლიერი ქალები ემოციური, მგრძნობიარე და თანამგრძნობნი არიან. ასევე არიან უხეში, გამბედავი და ძალაუფლებიანი, როდესაც ეს საჭიროა. ამიტომაც მათ სჭირდებათ განსაკუთრებული კავშირი ადამიანთან, რომელსაც დაუბრუნდებიან დღის ბოლოს. ძლიერ ქალებს უნდათ კავშირები მთელი ცხოვრებისთვის: ისეთი, რომელზეც წაუკითხავთ და კინოში უნახავთ, ისეთი, რომლის სჯერათ, რომელსაც იმსახურებენ.
ძლიერ ქალებს არ უნდათ უბრალოდ სექსი, მათ სჭირდებათ ვნება, რადგან მათთვის სწორედ ეს ხდის ცხოვრებას ღირსეულ. ძლიერი ქალები მიჩვეული არიან იშრომონ იმისთვის, რაც აქვთ. მათ დაიმსახურეს ის ცხოვრება, რომელიც აქვთ და ეძებენ ისეთივე დაჯილდოებას და წარმატებას სიყვარულში.
მათ კოცნები უნდათ, რომლის გამოც სუნთქვა შეეკვრებათ, რადგან ისინი ამას გაუმკლავდებიან. მათ უნდათ ჩახუტება, რომლის დროსაც თავს გრძნობენ როგორც საკუთარ სახლში, რადგან ისინი ეძებდნენ ამას მთელი ცხოვრება. მათ უნდა ის, ვინც გააოცებს, ამოტივირებს და შთააგონებს. მათ უნდათ ის, ვინც გამოიყვანს კომფორტის ზონიდან, რადგან ბოდიშის მოხდის არ ეშინიათ, როდესაც არ არიან მართალი და ასევე არ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის.
ძლიერ ქალებს უნდათ იყვნენ ძლიერ მამაკაცებთან. ხოლო ძლიერი მამაკაცი ვნებიანი მამაკაცია - ის, ვინც თვლის სხვა ადამიანის მოთხოვნილებას სიძლიერედ და არა სისუსტედ. ვისაც არ ეშინია თავისი ემოციების ჩვენების, თავისი გულის გახსნის და რისკზე წასვლის სიყვარულის გულისთვის.