როგორ შეიცვალა სექს-ინდუსტრია პანდემიის ეპოქაში და როგორ შეცვალა ლოქდაუნმა ადამიანების დამოკიდებულება მათი ინტიმური ცხოვრების მიმართ?
არსებობს ასეთი ცნობილი ფრაზა „ მოძრაობა სიცოცხლეა“. ძალიან ბევრი ადამიანი მას მხოლოდ ფიზიკური კუთხით აღიქვამს. თუმცა ახლა ეს ფრაზა ზუსტად აღწერს ჩვენი ცხოვრების მთავარ იდეას - არ შეიძლება ერთ ადგილზე დგომა. ნებისმიერ სფეროში. წარმატება, რომელსაც ორშაბათს მიაღწიეთ, პარასკევს მოგონებებად იქცევა, მოძრაობის და განვითარების გარეშე.
სექსის სფეროში ძალიან აშკარაა სტაგნაციის გამოვლინება. მწარმოებლების და სექს-მაღაზიების მიერ შექმნილი რეკლამა, თვითონ სექსის პოზიციონირება, კომუნიკაციის პოლიტიკა ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელს შორის - ახლა საზოგადოებაში დიდი ცვლილებების შემჩნევა შეიძლება. არსებობენ როგორც შესანიშნავად ეთიკური და ჭკვიანი ადამიანები, ასევე პერსონაჟები, რომლებთანაც ურთიერთობის მერე ჩნდება აზრი: „ ეს რა, ცუდი ხუმრობა იყო?“ მაგრამ არა, ეს ხუმრობა არ არის.
დასაწყისისთვის, თავად სექსის პოზიციონირება. სექს-ტრენერების, ბლოგერების და მწვრთნელების აბსოლუტური უმეტესობა წარმოგვიდგენენ სექსს, როგორც წარმატების საზომს ან მანიპულაციის საშუალებას. და თუ ადრე მკაფიო გენდერული განსხვავებები შეიმჩნეოდა - კაცს უნდა ჰქონდეს სექსი ნებისმიერ ქალთან, რომელთანაც მოუნდება, ხოლო ქალმა ერთი მინეტით საკუთარი თავისთვის უნდა უზრუნველყოს სახლი, მანქანა და სხვა სიკეთეები. ახლა ეს განსხვავება წაშლილია - ქალებს მიეწერება ნებისმიერი კაცის საწოლში ჩაწვენის უნარის აუცილებლობა, ხოლო კაცებს - თავისი ენის ვირტუოზულად ფლობის უნარი .
თანაც, უნდა აღინიშნოს, რომ სექსი ამ შემთხვევებში განიხილება მხოლოდ როგორც პენეტრალური ან ორალური. რატომ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ სექსი - არა მხოლოდ გენიტალური თამაშებია და ფრიქციები, და რომ ყველაფერს ემოციები წყვეტს. მიზეზი ერთია - თუ ემოციებს ჩართავთ (წმინდა, გულწრფელ ემოციებს), უკვე ვეღარ გამოიყენებთ სექსს როგორც მანიპულაციის ან გადახდის (გაცვლის) საშუალებას .
სექსის პოზიციონირება, როგორც საგადასახადო საშუალება, მის ემოციურ გაუფასურებას იწვევს. არანაირი სიამოვნება - და, როგორც შედეგი, ადამიანებს, რომლებიც სექსით უემოციოდ არიან დაკავებული, სექსში იმედი უცრუვდებათ, მას ბინძურ და უაზროდ მიიჩნევენ, და ბავშვებს, პარტნიორებს და მეგობრებსაც იგივეს ეუბნებიან.
ალბათ უკვე ყველამ იცის პრეზერვატივების (Vizit) ცნობილი რეკლამის შესახებ, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებზე, სექსიზმსა და სექსში კაცის დომინირების იდეაზე არის დაფუძნებული. იგივე აზრი სექს - ინდუსტრიის ბევრ ბრენდს აქვს. მთავარი აზრები: პრეზერვატივებზე კაცმა უნდა იზრუნოს; რაც მეტია, მით უკეთესი; საკმაოდ გავრცელებული სახუმარო-დამამცირებელი დამოკიდებულება სექს-სათამაშოების მიმართ ქალებისთვის და სექს-სათამაშოების ადეკვატური რეკლამის თითქმის სრული არარსებობა კაცებისთვის.
და კიდევ, შეიძლება თქვათ: არ მოგწონთ - ნუ უყურებთ. მაგრამ ეს არა მხოლოდ რეკლამაა, არამედ ის აზრები და მსოფლმხედველობა, რომლებიც ადამიანების გონებამდე წვდება. ვიღაც უკუაგდებს მათ, ვიღაც დაფიქრდება და ვიღაც ამას თავის ცხოვრებისეულ პრინციპად გახდის.
სხვა ტკივილი - სექს-საქონლის პოზიციონირება ნეგატიური კუთხით, როდესაც საქონელი წარმოდგენილია არა მისი სარგებლით, არამედ იმით, რასაც დაკარგავ, თუ მას არ შეიძენ. ერთი საკმაოდ პოპულარული სექს-კურსი ვაგინალურ ტრენაჟორებს ყიდდა ასეთი პოზიცით : „ შენ ხომ სათლი გაქვს ფეხებს შორის 30 წლისთვის, თუ არ ავარჯიშებ კუნთებს, შენი კაცი მიგატოვებს“. დიახ, ეს გაყიდვების მოქმედი მეთოდია, მაგრამ მხოლოდ ნეგატიურ მოტივაციასა და დაკარგვის შიშზე მუშაობს. ეთიკურია ასეთი ხერხის გამოყენება? ფასეულობათა სისტემით თუ ვიმსჯელებთ - არა.
თუმცა ახლა ჩვენგან დამოუკიდებელი ინსტრუმენტი გაგვიჩნდა - პანდემია. ნეგატიურ ასპექტებთან ერთად, დადებითი მომენტებიც არსებობს. პანდემია ტყის გამწმენდ ხანძარს ჰგავს - მას ძველი ხეები ვერ გაუძლებს, მაგრამ, ამასთან, ადგილი გაჩნდება ახალგაზრდა ხეებისთვის, რომლებიც ახალ იდეებზე იზრდება.
უკვე ახლა ზოგიერთი ბრენდის წარმომადგენელი სექს-ბლოგერებს მიმართავს სარეკლამო კამპანიების ჩასატარებლად, რომლებიც ეკოლოგიურობის და ორმხრივი პატივისცემის პრინციპებზეა დაფუძნებული. და მხოლოდ დრო აჩვენებს, სინამდვილეში რა სურთ - თავისი ბრენდის პოზიციონირების შეცვლა, თანამედროვე შეხედულებებთან მისი შესაბამისობა თუ ორივე ერთად, თუკი საწინააღმდეგო სარეკლამო ხაზებს გაუშვებენ. რევოლუციონერ-ევოლუციონერები იქნებიან თუ შემგუებლები?
ერთია ნათელი: მსოფლიოს თანამედროვე სურათში ადამიანები საკუთარი თავის, საზღვრების და ფასეულობების მიმართ პატივისცემას მოითხოვენ. მომხმარებლები უფრო უშვიათად მიმართავენ ძველი მსოფლიოს წარმომადგენლებს და ახალი პროგრესული იდეების წარმომადგენლების მხარეს იყურებიან. მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა და ახალი მსოფლიო ახალი წესებით უნდა ცხოვრობდეს.