ზოგჯერ რაღაც არ გამოდის სექსში, ასე რომ, სასარგებლოა, იცოდეთ იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ სიამოვნება სრულყოფილად, თანაც ისე, რომ პროცესი არ დააყოვნოთ.
იპოვე სწორი პოზიცია
ყველაზე სწორი პოზა სწრაფი სექსისთვის - მოხერხებული პოზაა. თუ წარმოიდგენ, როგორ ახტები მასზე სირბილით და პირდაპირ „მიზანში“ ხვდები, დაიმახსოვრე: ზოგიერთი ოცნება ოცნებად რჩება. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ორივე არ მიიღებთ პირველ ადგილს შეწყვილებული აკრობატიკის შეჯიბრში.
პირველი ვარიანტი - დოგგი-სტაილ. ეს პოზა არასდროს გიღალატებთ. ის განსაკუთრებულ უნარებს არ მოითხოვს. ამას გარდა, ამ პოზაში შენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება კლიტორის სტიმულაცია. კიდევ ერთი ვარიანტია, თუ დაახლოებით ერთი სიმაღლის ხართ - შეგიძლიათ უკან დგომით, მაგრამ აქ გამოცდილება დაგჭირდებათ. კაცისთვის მოუხერხებელია მოძრაობა, ასე რომ, ჯობია წყნარ გარემოში ივარჯიშოთ.
და ბოლოს, პოზა „ქალი ზემოდან“. რითია ის კარგი? ძალიან მარტივია. თუ ძლიერი ვნება დაგეუფლა სადმე ტყეში, მაშინ შენს პარტნიორს შიშველი საჯდომით ბალახზე დაჯდომა მოუწევს.
არ გაიხადო
ეს დროს დაზოგავს. თუ ტანსაცმლის გახდა ერთ წუთზე მეტს იკავებს, არსებობს რისკი, რომ ვნება ისევე სწრაფად ჩაქრება, როგორც აინთო.
თავისუფალი ბოლოკაბები და კაბები თითქოს შექმნილია იმისთვის, რომ ისინი აწიოთ! ხოლო თუ სექსით დაკავება საზოგადოებრივ ადგილას გადაწყვიტეთ (რაც, ზოგადად არაა გამართლებული), ასეთი ტანსაცმელი, „ცხენოსნის“ პოზასთან ერთად, ცნობისმოყვარე თვალებისგან დაგმალავთ.
ჩართე ფანტაზია
სწრაფი სექსი არ გულისხმობს, რომ გახურებაზე 15-20-30 წუთი უნდა დახარჯოთ, ასე რომ, თვითონაც უნდა ეცადო, რომ მალე „აინთო“.
ყველაზე გარყვნილი ფანტაზიები ჩართე, რომლებიც ამ მომენტში თავში მოგივა. ეს არა მხოლოდ შენ, არამედ შენს სხეულსაც დაეხმარება, რომ საჭირო რაოდენობის ნაცხი გამოყოს...
ახლოს გქონდეს ლუბრიკანტი
მაგრამ, ამასთან, ის მაინც შეიძლება არ გეყოს და სექსი გაფუჭდება. არაფერია „მშრალ სექსზე“ უარესი. ეს იგივეა, რაც ღრუბლის მაგივრად ქაღალდით დაიბანო.
ასე რომ, წინდახედული იყავი: ჩადე ჩანთაში პატარა ლუბრიკანტი.
გზა უკან დახევისკენ
მაინც მოგიწევს „უკან დახევის გეგმის“ გათვალისწინება იმ შემთხვევისთვის, თუ, მაგალითად, შენი მშობლები მოულოდნელად დაბრუნდებიან ან სტიუარდესა საპირფარეშოში დაგიკაკუნებთ, რათა გაგაფრთხილოთ, რომ ტურბულენტობის ზონა იწყება. ან რომელიმე ცხოველი გამოვა ბუჩქებიდან და თქვენი კარავისკენ წავა. მოკლედ, როგორი რომანტიულიც არ უნდა ჩანდეს სწრაფი სექსის იდეა, ჯობია ის მოწმეების გარეშე მიმდინარეობდეს.
რას ნიშნავს ეს?
არ დაკავდეთ სექსით საკუთარი სართულის კიბეებზე, თუ ეს-ესაა დედამთილი უნდა მოვიდეს, რომ შვილიშვილი დაგიბრუნოთ.
იპოვე სწორი ადგილი
საერთოდ არ დაკავდე სექსით შენი სართულის კიბეებზე, თუ არ გინდა, რომ დაგინახონ. ჯობია, ერთდროულად ღია და განმარტოებული ადგილი იპოვო. მაგალითად, ტყე, ან მანქანა ტონირებული შუშებით. ბოლოს და ბოლოს, არავის გაუუქმებია თქვენივე ბინის მყუდრო ადგილები!
დააკვირდი წარწერებს „ფრთხილად, მაღალი ძაბვა“ და „შეღებილია“.
დაგეგმე სპონტანური სექსი
დიახ, არც ისე სახალისოდ ჟღერს, მაგრამ დაგვიჯერე: საუკეთესო სპონტანური სექსი - არის სპონტანური სექსი „გრაფიკით“. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ყველაფერი დეტალებამდე არ უნდა დაგეგმო, საკმარისია ზოგადი წარმოდგენა გქონდეს იმის შესახებ, თუ როდის, სად და როგორ (და ვისთან) მოხდება ეს.
ყველაფერს თავისი დრო აქვს
სპონტანური და სწრაფი სექსის მთავარი მტერი დაღლილობაა. ის იმაზე მეტ ძალას და ემოციას გართმევთ, ვიდრე „ჩვეულებრივი“ სექსი. ასე რომ, თუ შენი პარტნიორი 12-საათიანი სამუშაო ცვლიდან მოვიდა, ხოლო შენ უკვე ერთი წელია, რაც შვებულების და დასვენების დღეების გარეშე მუშაობ, მაშინ, ჯობია გადადოთ სწრაფი სექსი.