საქალწულე აპკს და მის, თუ შეიძლება ასე თქმა - მთლიანობას ჩვენს დროში ბევრად ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ. თუმცა, ახლაც კი არ იციან, რომ სინამდვილეში ის არ იხევა!
- ის შეიძლება იყო სხვადასხვა ფორმის და ზომის
როგორც სხეულის სხვა ნაწილები, საქალწულე აპკი შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვანაირი. რეალურად, ეს არის თხელი ნახევრადმრგვალი ქსოვილის ნაწილი ნახვრეტით, რომელიც იმყოფება საშოს შესასვლელიდან 1-2 სმ-ზე.
- ის აქვს არა მხოლოდ ადამიანებს
მაგალითად, დედალი სპილოს საქალწულე აპკი იხევა მხოლოდ მშობიარობისას. აპკის დანიშნულება ჯერ არ არის ბოლომდე გარკვეული: ალბათ, ეს არის მოზარდი თაობის დაცვა ინფექციებისგან.
- არ უნდა გახვრიტოთ ის
ზოგიერთი უწოდებს ქალწულის აპკს ბალს, რომელიც უნდა გახვრიტო, რათა მიიღოთ წვენი. ეს არ არის საუკეთესო მეტაფორა! „წვენის“ ქვეშ იგულისხმება შესაძლო მსუბუქი სისხლდენა აპკის გაფართოების გამო. ის არ იხევა!
- ის არ ქრება სექსის მერე
კიდევ ერთი გავრცელებული მითი. საქალწულე აპკი რჩება ორგანიზმში ბოლომდე, უბრალოდ პირველი სექსის შემდეგ აღარ მოაქვს უსიამოვნო შეგრძნებები.
- სისხლი ყველას არ აქვს
სტატისტიკურად - ქალების ნახევარზე ნაკლებს ზოგიერთს ეს აპკი ძალიან თხელი აქვს, ვიღაცამ შეიძლება გადააჭარბა ფიზიკურ აქტივობას (მაგალითად, ველოსიპედზე კატაობისას) და ვიღაცას ის კარგად გაეწელა სექსის დროს მტკივნეული შეგრძნებების გარეშე.
- ზოგჯერ მისი დანახვა გარედან შეიძლება
რადგან საქალწულე აპკი იმყოფება საშოს შესასვლელთან ახლოს, მისი დანახვა შესაძლებელია. მაგრამ იქ არაფერია საინტერესო: თხელი ვარდისფერი ამოშვერილი ქსოვილი.
- ის ყველას არ აქვს
ზოგიერთი გოგო ჩნდება საერთოდ საქალწულე აპკის გარეშე
- ვიღაცას ის ძალიან მჭიდრო აქვს
და არაერთჯერადი სქესობრივი აქტები ვერ წელავენ მას ნორმალურად. მაშინ უნდა მიმართოთ ქირურგიულ მეთოდებს. მაგრამ ეს ძალიან იშვიათია.
- ტესტი ქალიშვილობაზე - მითია!
წინა პუნქტებიდან გასაგებია, რომ სისხლი პირველი სექსის შემდეგ ყველას არ აქვს, ასე რომ იმაზე დაყრდნობა, არის თუ არა პატარძალი ქალიშვილი, უაზრობაა.