კაცის სხეულზე ბევრად მეტი მგრძნობიარე წერტილია, ვიდრე ჰგონიათ. გადაამოწმე, რომ შენ მისი ყველა ეროგენული ზონა იცი, ასტიმულირებ რა მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებსაც ხშირად და დაუმსახურებლად ტოვებენ უყურადღებოდ.
-
ლოყები
ეს ყველაზე მგრძნობიარე ზონაა - სააშკარაოზეა, მაგრამ მას ხშირად არ აქცევენ ყურადღებას. როდესაც ეფერები კაცის სახის ქვედა ნაწილს, შენ ქვეცნობიერად ხაზს უსვამ მის მამაკაცობას. მოკლე წვერი არა მხოლოდ სექსუალურად გამოიყურება, არამედ უხსნის კარს სიამოვნებას, რადგან, მისი შეხებით, შენ ასტიმულირებ წერტილებს, რომლითაც წვერი სახის კანს ეხება.
როგორ მოვეფეროთ: ფრთხილად შეეხე თითების ბოლოებით მის ლოყას საფეთქლიდან ქვემოთ. მოკიდე ორივე ხელით მის ნიკაპს და რამდენიმე წამი უყურე თვალებში, სანამ აკოცებ.
-
ხელები
მკლავების გარე ნაწილი მგრძნობიარეა მასზე არსებული თმების წყალობით, ისევე როგორც ლოყა. ხოლო ხელების გლუვი შიდა მხარეები - ეს არის დაძაბული კუნთების ზონა და ეს დაძაბულობა უნდა მოიხსნას.
როგორ მოვეფეროთ: მიუჯექი კაცს პირისპირ და მსუბუქად მოეხვიე ხელებით მკლავზე. მოუსვი თითები ისე, რომ ისინი მისი ხელების ორივე მხარეს ეფერებოდე (ხელების რბილ ნაწილს გაუკეთე მასაჟი, და არა ძვალს). განაგრძე, სანამ არ იგრძნობ, რომ ის მოდუნდა - მერე ოდნავ ძლიერად დააჭერე. მოდუნება და ხანგრძლივი ფიზიკური კონტაქტი აიძულებს მას მეტი სურვილი გაუჩნდეს.
-
ბარძაყის შიდა მხარე
ქალებიდან ცოტა თუ უთმობს ყურადღებას ამ ზონას, რაც შეცდომაა. მისი სტიმულირებით, შენ გააძლიერებ სისხლის მიმოქცევას და შედეგად- ერექციას.
როგორ მოვეფეროთ: გაშალე მისი ფეხები და მოეფერე მასაჟის მოძრაობებით მისი ბარძაყის შიდა მხარეს, პენისის მიმართულებით, რათა მისკენ წარმართო სისხლი. კოცნით და ენის შეხებით ქვემოდან ზემოთ გადაინაცვლე მისი ინტიმური ნაწილებისკენ.
-
დუნდულები
ამ ზონის ეროტიულმა მასაჟმა შეიძლება მიიყვანოს მამაკაცი ნამდვილ ექსტაზამდე. დაუზილე დუნდულების კუნთები, მოუხსენი დაძაბულობა - მას კიდევ მოუწევს მენჯით მუშაობა, როცა მოგანიჭებს საპასუხო სიამოვნებას.
როგორ მოვეფეროთ: შესთავაზე კაცს დაწვეს მუცელზე, და დაჯექი მის ფეხებზე. დაიწყე წელის ქვედა ნაწილის მასაჟით, ქვემოთ მოძრაობით, კუდუსუნის მიმართულებით. მიაჭირე ხელების ქვედა ნაწილი მისი ხერხემლიდან ორივე მხარეს და დაუზილე მტკიცე მოძრაობებით გვერდების მიმართულებით. ჩამოწიე ხელები რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ და გაიმეორე, სანამ არ მიხვალ დუნდულების შუა ნაწილამდე, შემდეგ თანდათან დაბრუნდი საწყის პოზიციაზე.