იყავით ყურადღებიანი მსმენელი, რათა მერე არ გახდეთ დაცინვის ობიექტი!
კაცებისთვის საკმაოდ რთულია მინიშნებების გაგება. ეს უკვე გახდა ხუმრობის საგანი. აი რამდენიმე ფრაზა, რომლებსაც ყურებს მიღმა ვუშვებთ ან არასწორად ვიგებთ. მაგრამ სწორედ მათი დახმარებით ცდილობს ქალი მიგვახვედროს, რომ ის არ არის წინააღმდეგი!
სად მიდიხარ, აქედან ტაქსისტები სამმაგს გახდევინებენ
ჩვეულებრივ ჟღერს, თუ შემთხვევით შეყოვნდით მასთან. მაგალითად, მიაცილეთ სამუშაოს მერე და დარჩით ჩაიზე. რაც თავისთავად უკვე მინიშნებაა.
ვინმე გყავს?
უბრალოდ ისე არ დაინტერესდება შენი პირადი ცხოვრებით. მაგრამ მას სინამდვილეში ჰკიდია, გყავს თუ არა ვინმე . უბრალოდ მწვანე შუქს გინთებს და მიგანიშნებს, რომ მარტოა. იმოქმედე!
კიდევ შემასხი
თავს იკატუნებს, რომ გენდობა, მაგრამ ზუსტად ელოდება შენგან პირველ ნაბიჯს. თვითონ არ გეცემა. ასე რომ - გადაწყვიტე, იქნები თუ არა წესიერი.
ჩვენ დიდი ხნის წინ დავშორდით
ან უფრო ნათელი ანალოგი: მე დიდი ხანია არავინ მყოლია. აქ შეგიძლია თამამად გადახვიდე შეტევაზე, რადგან ასეთი ფრაზის თქმა - წარმოუდგენელი საგმირო საქმეა!
ყველა დაქალი გათხოვილია უკვე, იშვიათად ვხვდებით
წინა ვარიანტის უფრო რბილი ანალოგი. არ შეშინდე, არ უნდა გათხოვება, თორემ გათხოვდებოდა. ხოლო დროის უფრო სასიამოვნოდ გატარების წინააღმდეგი არაა.
ლამაზი ჰალსტუხი გაქვს
ჩვეულებრივ გოგონები კომპლმენტებს არ ამბობენ. უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთ შემთხვევაში. და, თუ შემთხვევა დადგა, არ გამოგრჩეს. მთავარია არ დაიწყო ამ სეზონის მოდური ტენდენციების განხილვა.
მომეხმარე ქილის გახსნაში
კიდევ ერთხელ, შემთხვევით აღმოჩნდი მასთან. უკან დადექი, ჩაეხუტე, დაიჭირე მისი ხელები და საქმე არ მივა ქილის გახსნამდე...
არასდროს დამილევია ამდენი
კლასიკაა. უბრალოდ მიაცილე აბაზანამდე, იქ ყველაფერი თვითონ მოგვარდება. მართალია, არის ნიუანსი: ის შეიძლება მართლაც იყოს ძალიან მთვრალი!
დასანანია, რომ ადრე არ შევხვედრილვართ
მოკლედ - დროა ავანაზღაუროთ დაკარგული დრო! =)
მომისმინე, ორივე ხომ მარტოები ვართ..
ეს მარტივია - პირდაპირი ტექსტი-მოწვევა.
ჩემი საძინებლიდან ჩანს გაჩერება, წამოდი განახებ
კომენტარის გარეშე... ეს არ ნიშნავს, რომ მას თავაზიანად უნდა შენი გაცილება. ნუ სულელობ!
მოკლედ, მამაკაცო, ყურადღებიანი მსმენელი იყავი, რათა მერე არ დაგჭირდეს მოსაწყენი ისტორიების მოყოლა და დაცინვის ობიექტი!