დიდი - პატარა: 5 მოულოდნელი ფაქტი პენისის ზომის შესახებ

დიდი - პატარა: 5 მოულოდნელი ფაქტი პენისის ზომის შესახებ

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

მნიშვნელოვანია თუ არა პენისის ზომა? ძალიან დიდ მნიშვნელობას ხომ არ ვანიჭებთ ამ ციფრებს? ორივე კითხვაზე პასუხი დადებითია. ქვემოთ მოცემული კვლევები ზოგჯერ სხვადასხვა შედეგებს აჩვენებს, მაგრამ ეს მხოლოდ პენისის ზომის მიმართ ადამიანების რთულ დამოკიდებულებას ასახავს. დროა, გავარკვიოთ ეს მნიშვნელოვანი მომენტი!

  1. პენისი ზომაში მცირდება!

პირველი კვლევა 1948 და 2015 წლებში პენისის საშუალო ზომების შედარებას ეძღვნება. როგორც გაირკვა, ახლა ის 2,67 სმ-ით მოკლე გახდა! მართლაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ომისშემდგომი კვლევები დამოუკიდებელ გაზომვას მოიცავდა კოლეჯის 3500 სტუდენტს შორის, ამიტომაც ამ ციფრების 100%-ით დაჯერება არ შეიძლება. საშუალო ზომებია- 15,77 სმ ერეგირებულ მდგომარეობაში, გარშემოწერილობა კი- 12,31 სმ.

ახალი გაზომვები უროლოგების მიერ  საავადმყოფოების ცუდი შუქის ქვეშ ტარდებოდა. აქ ციფრები 13,1 სმ -მდეა და შესაბამისად, 11,66 სმ-მდე შემცირდა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა მსოფლიოში დემოგრაფიული სიტუაცია სხვანაირია, რაც ნიშნავს, რომ ზომების ვარიაციებიც ბევრად მეტია.

  1. ზომების გამო განცდები ზომაზე არ არის დამოკიდებული

პატარად ითვლება ის პენისი, რომლის სიგრძე ჩვეულებრივ მდგომარეობაში 4 სმ-ზე ნაკლებია, ხოლო ერეგირებულ მდგომარეობაში - 7,5 სმ-ზე ნაკლები, რაც ძალიან იშვიათია. სტატისტიკის მიხედვით, პარტნიორის პენისის ზომით ქალების 85 % არის კმაყოფილი, იმ დროს, როცა კაცების მხოლოდ 55% არის კამყოფილი  თავისი პენისის ზომით.

2013 წელს მკვლევრებით გაირკვა, რომ საშუალო  (ან საშუალოზე მეტი) ზომის პენისის მქონე მამაკაცებიც კი შეიძლება თვლიდნენ, რომ პატარა პენისი აქვთ. ეს შიშები, უმეტესწილად, ზრდასრული ასაკის მამაკაცებისთვის, ასევე გეებისა და ბისექსუალებისთვის არის დამახასიათებელი. თუ სექსუალურ უმცირესობებს შედარებით მეტი შანსი აქვთ, მაშინ მოხუცების განცდები შეიძლება იმით აიხსნას, რომ ასაკთან ერთად, პენისი ზომაში ოდნავ მცირდება. უხეშად რომ ვთქვათ, თუ პენისი, ერექციის მდგომარეობაში, 30 წლის ასაკში 18 სანტიმეტრს აღწევს, მაშინ 60-70 წლის ასაკში ის შეიძლება 15 ან ნაკლებ სანტიმეტრამდე შემცირდეს. ეს არის სისხლძარღვებში დაგროვილი ცხიმის ბრალი, რომლის გამოც პენისამდე იმაზე ნაკლები სისხლი მიდის, ვიდრე ადრე. ასევე შესუსტებული კუნთების ბრალიც შეიძლება იყოს. კიდევ ერთი მიზეზი - მუდმივი წვრილი დაზიანებები სექსის ან აქტიური სპორტის დროს. კანზე მცირე იარები რჩება, რომელთა გამოც ქსოვილები ნაკლებად ელასტიური ხდება.

  1. პენისის სიგრძე ნაწილობრივ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული

1999 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ გეების პენისი ჰეტეროსექსუალების პენისზე ერთი სანტიმეტრით უფრო გრძელია. თუმცა, იმის გამო, რომ მონაწილეები პენისის სიგრძეს დამოუკიდებლად იზომავდნენ, შეცდომის ალბათობას ვერ გამოვრიცხავთ.

  1. ქალებს უფრო დიდი უყვართ

ეს საშინელი სიმართლე კალიფორნიის და ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მათ 18-დან 65 წლამდე ასაკის 75 ქალს ლურჯი უსუნო მყარი პლასტიკისგან დამზადებული სხვადასხვა ზომის პენისების 33 სამგანზომილებიანი მოდელიდან არჩევა შესთავაზეს. საშუალო შედეგი - 16 სმ სიგრძე და 12,2 სმ გარშემოწერილობა. ერთი ღამით სექსისთვის მონაწილეებმა უფრო დიდი ვარიანტები აირჩიეს: საშუალო ზომები 16,3 სმ და 12,7 სანტიმეტრამდე გაიზარდა. მეცნიერებმა შემდეგი დასკვნა გამოიტანეს: „ ქალებმა შეიძლება ერთჯერადი სექსისთვის დიდი ზომის პენისს მიანიჭონ უპირატესობა, იმისთვის რომ უფრო დაუვიწყარმა ფიზიკურმა შეგრძნებებმა ფსიქოლოგიური სიახლოვის უკმარისობა აანაზღაურონ“. მათ ასევე აღნიშნეს, რომ დიდი პენისები გრძელვადიან ურთიერთობებში შეიძლება საუკეთესო არჩევანი არ იყოს, რადგანაც „ვაგინალურმა სექსმა შეიძლება შინაგანი ქსოვილების დაზიანება გამოიწვიოს, და ქალებისთვის უფრო მარტივია მცირე ზომის პენისის არჩევა, რათა დაზიანებას თავი აარიდონ“.

  1. პენისის ზომაში გაზრდა შესაძლებელია

ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი- პენისის „დამაგრძელებლის“ გამოყენებაა, რომელიც დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა ატარო. იტალიურმა კვლევამ პენისის სიგრძის მშვიდ მდგომარეობაში 2,3 სმ-ით, ხოლო ერექციის მდგომარეობაში - 1,7 სმ-ით  საშუალო გაზრდა დააფიქსირა .

ქირურგიული ვარიანტი - იმპლანტის დაყენება, რომელიც პენისის სიგრძის 5 სანტიმეტრზე მეტით გაზრდაში ეხმარება. პრობლემა ისაა, რომ შედეგი გარანტირებული არ არის, ისევე როგორც პენისის შრომისუნარიანობის შენარჩუნება, რომელიც  იმპლანტის ზომის გამო კიდევ უფრო მძიმე გახდება.

ასევე, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ორალური სექსის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, პენისი უფრო დიდი ხდება, ვიდრე ვაგინალური სექსის დროს. თუმცა, ჯერჯერობით ეს დამტკიცებული არ არის.

გაუზიარე მეგობრებს