თუ გაინტერესებს უხეში სექსი, შეგიძლია წახვიდე და ტყავის აქსესუარები იყიდო. მაგრამ ჯობია მცირედით დაიწყო. პარტნიორთან ერთად ჯერ BDSM-ის ძირითადი თემები შეისწავლე: ბონდაჟი და დისციპლინა, დომინირება და დამორჩილება, სადიზმი და მაზოქიზმი. აუცილებლად მოიფიქრე სტოპ-სიტყვა! გახსოვდეს, რომ სადო-მაზო არ არის სასტიკი ველური სურვილი, არამედ ერთმანეთთან დაახლოების კიდევ ერთი გზაა, ამიტომაც ზრუნვა არავის გაუუქმებია. აი რამდენიმე თამაში, რომლებიც უხეში სექსის აზრის გაგებაში დაგეხმარება.
- კი/არა
ეს თამაში პრელუდიისთვის გამოდგება, როდესაც გინდათ გაარკვიოთ დომინირებისა და დამორჩილების მიმართ პარტნიორის დამოკიდებულება და ასევე ის, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა.
- ეროგენული ზონების ძიება
დაგეგმე ეროტიული პაემანი და მოამზადე ქაღალდები თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილის და ქმედებების სახელწოდებებით („ ფეხის თითზე პწკენა“, „თეძოს ხანგრძლივი კოცნა“). ქაღალდები შეგიძლია ბრმად ამოიღო, ან დანომრო და კამათელის მეშვეობით აირჩიო.
- ახვეული თვალები
ეს არის BDSM-ის პირველი მოსამზადებელი ეტაპი. შეუხვიე მას თვალები სექსის დროს და ნება მიეცი გრძნობები გამოხატოს სხვადასხვა ორგანოების მიმართ. შემდეგ როლები შეცვალეთ.
- შეხება
ის შეხვეული თვალებით უნდა დაწვეს საწოლზე. გამოიყენე ტუჩები, ენა, ბეწვის ან ტყავის საგნები მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე შეხებისთვის. არ იჩქარო და ეცადე, მაქსიმალურად აღაგზნო ის.
- ტემპერატურა
აქ გამოდგება ყინულის კუბები! გაუსვი ყინულის ნატეხი მის მუცელს, შემდეგ მასაჟის თბილი ზეთი ან სანთლის ცვილი წაუსვი. ჯობია, არ გამოიყენო ჩვეულებრივი სანთლები- შეიძლება კვალი დარჩეს.
- მირტყმა
თუ გრძნობთ, რომ ამისთვის მზად ხართ, აიღეთ ხის კოვზი ან ტყავის რბილი ქამარი. ოღონდ პირველ ჯერზე ზედმეტი არ მოგივიდეთ!
- როლური თამაშები
გაიხსენეთ თქვენი ფანტაზიები და მკაცრი მასწავლებლის და დაუდევარი სტუდენტის, კეთილი მედდას და უკმაყოფილო პაციენტის როლები, ან ნებისმიერი სხვა როლური თამაში ითამაშეთ, რომელსაც მოიფიქრებთ.
- ბრძანებები
ეს თამაში ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც შეგიძლიათ ითამაშოთ. დომინანტი პარტნიორი ადგენს წესებს: რა ჭამოთ საუზმეზე, რა ჩაიცვათ სამსახურში. წესების შეუსრულებლობის გამო პარტნიორს საღამოს დასჯა ელოდება.
- შეკრული ხელები
შეუკარი მაჯები, დააწვინე საწოლზე და დააჯექი ზემოდან. ახლა შეგიძლია გაუკეთო ის, რაც გინდა! შეგიძლია, კოჭებიც შეუკრა. ოღონდ დარწმუნდი, რომ კვანძები ძალიან მჭიდროდ არ არის შეკრული.
- განხილვა
ნებისმიერი თამაშის შემდეგ უბრალოდ უნდა დაწვეთ, ერთმანეთს ჩაეხუტოთ და განიხილოთ, რა მოგეწონათ, და რა არა. უხეშ სექსში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე პარტნიორი უნდა იყოს კმაყოფილი!