10 მიზეზი, თუ რატომ არ გამოსდით კაცებს სექსით დაკავება კარგად

10 მიზეზი, თუ რატომ არ გამოსდით კაცებს სექსით დაკავება კარგად

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

იმის თქმა, რომ ბევრი კაცი მყავდა, იგივეა, რაც არაფრის თქმა. და თითქმის ყველა მათგანს ცუდად გამოსდის. იცით რატომ? მოგიყვებით...

  1. არ არსებობს ვაგინალური ორგაზმი.
    მოდით, ბოლოს და ბოლოს, დავასრულოთ ეს მსოფლიო ქალური შეთქმულება! რა თქმა უნდა, ყველა შეგრძნება ძლიერდება, თუ პარტნიორი თქვენ შიგნითაა, ეს ფაქტია. მაგრამ იქ არავითარი ეროგენული ზონა არაა. ვაგინალური ორგაზმი ღმერთივითაა, ის არავის უნახავს, მაგრამ ყველას სჯერა მისი.

 

  1. ქალს არ შეუძლია ისევე სწრაფად მიაღწიოს ორგაზმს, როგორც კაცს.
    ყოველ 30 წამში მსოფლიოში ერთი აფრიკელი ბავშვი მალარიით კვდება, რამდენიმე თვითმფრინავი აფრინდება და ჯდება, არაერთი კაცი ორგაზმს აღწევს. მაგრამ ქალი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ოდნავ მოდუნებას ასწრებს. მოკლედ, ნუ იკატუნებთ თავს, რომ ყველაფერი ერთდროულად მოხდა, იმის გულისთვის, რომ ასიამოვნოთ მამაკაცს. ეს 100-დან 98 შემთხვევაში შეუძლებელია.

 

  1. თუ სწორად ასტიმულირებთ მხოლოდ ერთ ეროგენულ ზონას- ყველაფერი გამოვა.
    ძვირფასო ქალებო! ამას გარდა კიდევ მკერდი, დუნდულები, თეძოები, მუცელი, სახე, კისერი, ზურგი, თვალის ქუთუთოები, ფეხის თითები, ხელები, იდაყვები გაქვთ, ამის ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. ჩემი დაქალები ხშირად წუწუნებენ, რომ კაცები მათ მშვენიერ მკერდს ცოტა ყურადღებას უთმობენ . ყველაფერი იმიტომ, რომ კაცმა 30 წამში უნდა მოასწროს. მოდით გადავაჩვიოთ ისინი ვიწრო მიმართულებას, ქალის სხეული ხომ მთელი სამყაროა.

 

  1. აგრესიული სექსი როგორც პორნოფილმებში - პარტნიორებს შორის ნდობა და სიყვარულია.
    ნუღა იკატუნებთ თავს, რომ სიგიჟემდე მოგწონთ, როცა საჯდომზე გირტყამენ, სახეზე გითავებენ და გახრჩოობენ. დიახ, ზოგჯერ ეს კარგად ხსნის სტრესს. მაგრამ უფრო ხშირად ეს არც ისე სასიამოვნოა, განსაკუთრებით, როდესაც მხოლოდ ასეა. თქვენ მალე ეჩვევით ამას და კაცს აღარაფრის გაკეთება არ სჭირდება, უბრალოდ ნება მისცეს თავის აგრესიას, იმის მაგივრად, რომ ყურადღებით და გულმოდგინედ თქვენი სხეული შეისწავლოს, ამაზე დრო დახარჯოს და სინაზის მთელი ღამე მიიღოს.

 

  1. მთვრალი სექსი თავისუფალია.
    ზოგჯერ კი. მაგრამ სინამდვილეში, თუ მხოლოდ დათრობისას შეგიძლიათ რაღაცები გაკეთება, რაც მოგწონთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენს ურთიერთობებში ყველაფერი არ არის წესრიგში. ამიტომაც ნუღა გიხარიათ, როდესაც მთვრალი კაცი დიდხანს გეფერებათ. საწყლები უფრო ხშირად დალევენ ხოლმე სექსის წინ, რათა ყველაფერი დიდხანს გაგრძელდეს.

 

  1. სექსის მერე ჩახუტება არაა აუცილებელი.
    მეს ელემენტარული პატივისცემაა პარტნიორის მიმართ. თუ, რა თქმა უნდა, თქვენი სექსი არ იყო სწრაფი, მთვრალი, უხეში და ერთჯერადი. გასაგებია, რომ კაცი ციკლებით ცხოვრობს: სექსი, საჭმელი, თამაშები, ძილი, მუშაობა, ლუდი, საჭმელი. ერთი ციკლი მთავრდება, მეორე იწყება. სქესობრივი აქტი დასრულდა - ჭამა შეიძლება. მოდით კაცები ქალის მიმართ პატივისცემას მივაჩვიოთ, უკვე აღარ ვამბობ სინაზესა და სიყვარულზე. ჩახუტება და საუბარი- ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია.

 

  1. საუზმე საწოლში- რომანტიული კომედიებიდანაა.
    თუ კაცთან ღამე მის სახლში გაატარეთ, ხოლო დილით ის უბრალოდ სამუშაოზე მიდის ან უფრო მაგარი, ელოდება, როდის ჩახვალთ მაღაზიაში და საუზმეს მოუმზადებთ, ნუ მოიკატუნებთ თავს, რომ ყველაფერი კარგადაა. თუნდაც ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი ერთობლივი საუზმე იყოს, ის გემრიელ საკვებთან და არომატულ ყავასთან უნდა ასოცირდებოდეს და არა ცივ მოსაწყენ დილასთან უაზრო ღამის მერე.

 

  1. ყველაფერი უნდა გააკეთო, რასაც პორნოფილმებში აკეთებენ.
    თუ გინდათ პორნოფილმში გადაღება - კი. და ისე, ყველაფერ იმას, რაც იქ ხდება, არაფერი საერთო არ აქვს სიახლოვესთან, ხოლო კარგი სექსი - მაინც სიახლოვეა.

 

  1. არაფერია საშიში, თუ ის არანაირ ხმას არ გამოსცემს, არ ამბობს კომპლიმენტებს, ის ხომ კაცია.
    კაცი ნამდვილად არ უნდა ყვიროდეს ორგაზმის დროს - ეს საშიშია. მაგრამ იმის თქმა, როგორი ლამაზი ზურგი გაქვთ, ძალიანაც კარგია- მშვენიერიცაა! ბოლოს და ბოლოს, ქალების უმეტესობას ყურებით უყვარს, რატომაც არ გამოიყენოთ ეს.

 

  1. არ განიხილოთ არაფერი, მით უმეტეს არ აღიაროთ, რომ ორგაზმს ვერ განიცდით, მას ეწყინება. აქ იმალება ბოროტების მთავარი ფესვი. ეს, ალბათ, ყველაზე მთავარი მიზეზია, რატომ აკეთებენ კაცები ყველაფერს ასე ცუდად. ნუ გეშინიათ, უთხრათ მას, რომ კუნილინგუსი დიდხანს უნდა გააკეთოს, ხოლო პრელუდია კიდევ უფრო დიდხანს. ეს ამად ღირს.

 

გაუზიარე მეგობრებს